საზაფხულო თხილამურები
საქართველოში პირველად, კურორტ ბაკურიანში ხელმისაწვდომი ხდება საზაფხულო სრიალი! ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის – არ შეწყვიტონ ვარჯიში და საყვარელი აქტივობა წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონზეც კი.
როგორ ვსრიალებთ?
სათხილამურო ტრასა დაფარულია სპეციალური ხელოვნური საფარით, რომელიც იდეალურად ცვლის თოვლს. ტრასა განკუთვნილია ყველასთვის როგორც პროფესიონალებისთვის, ისე დამწყებებისთვის.
ადგილზე დაგხვდებათ როგორც სასრიალო აღჭურვილობა, ისე გამოცდილი ინსტრუქტორები.