ჩვენ შესახებ
სათავგადასავლო ტურები - ბაკურიანში და გუდაურში
დაუვიწყარი თავგადასავალი, ველური ბუნება და ადრენალინი – Georgian Resorts გთავაზობთ ექსკლუზიურ სათავგადასავლო ტურებს ბაკურიანში, გუდაურში, ტაბაწყურსა და მათ შემოგარენში.
ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ საქართველო სრულიად ახალი პერსპექტივიდან: ხელუხლებელი ტყეები, ფარული ბილიკები, მწვერვალები და ადგილები, რომლებსაც სტანდარტულ გზამკვლევებში ვერ შეხვდებით.
რატომ ვირჩევთ Georgian Resorts?
- სერტიფიცირებული გიდები და ინსტრუქტორები ბაკურიანსა და გუდაურში: ჩვენი გუნდი შედგება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადგილობრივი პროფესიონალებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენს მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და კომფორტს.
ჯგუფური და ინდივიდუალური თოვლმავლების მარშრუტები: ტურები მორგებულია როგორც წყვილებზე, ოჯახებსა და მეგობრების ჯგუფებზე, ასევე კორპორატიულ გუნდებზე.
ფოტო და ვიდეო გადაღება: სურვილის შემთხვევაში, პროფესიონალურად აღვბეჭდავთ თქვენი მოგზაურობის საუკეთესო მომენტებს.
ბაკურიანისა და გუდაურის სეზონური ტურები და აქტივობები
❄️ ზამთრის ტურები
ზამთრის სეზონზე გაძლევთ შესაძლებლობას გამოსცადოთ ნამდვილი ადრენალინი:
- თხილამურისა და სნოუბორდის სწავლება: პროფესიონალური ინდივიდუალური და ჯგუფური გაკვეთილები.
- თოვლმავლის ტური : აღმოაჩინეთ ბაკურიანის და გუდაურის ულამაზესი ხედები, ველური მარშრუტები ჯგუფური და ინდივიდუალური თოვლმავლის (Snowmobile) ტურების საშუალებით, რომლებიც სრულად არის მორგებული ზამთრის თავგადასავლებისა და ადრენალინის მოყვარულებზე.
- ბაგის (Buggy) Off-Road ტურები გუდაურის კერძო მარშუტებზე
- ცხენის ტურები : აღმოაჩინეთ ბაკურიანის ულამაზესი ბუნება. ჩვენი ჯგუფური და ინდივიდუალური მარშუტების საშუალებით, რომლებიც სრულად არის მორგებული ზამთრის თუ ზაფხულის თავგადასავლის და მშვიდი, მაგრამ დაუვიწყარი გასეირნების მოყვარულებისათვის.
- სრული ტური : პერსონალიზებული, წინასწარ დაორგანიზებული ტური, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირებას, კომფორტულ სასტუმროს კვებით, თოვლმავლის ტურს, პროფესიონალ ინსტრუქტორთან გაკვეთილებს, გემრიელ ვახშამსა და თქვენზე მორგებულ ყველა ჩვენს აქტივობას.
☀️ საზაფხულო თავგადასავლები
ზაფხულში ბაკურიანი სრულიად განსხვავებული ექსტრემი და დაუვიწყარი თავგადასავალია!
- ბაგის (Buggy) და ჯიპის Off-Road ტურები: ექსტრემალური სვლა ველურ ბუნებაში.
- საზაფხულო თხილამურები: გამოსცადე თხილამურები ზაფხულში
- საცხენოსნო ტურები ბაკურიანის მთებსა და ტბებზე და მის შემოგარენში
Georgian Resorts - შენი კომფორტული გზამკვლევი დაუვიწყარი დასვენებისა და გართობის საუკეთესო გამოცდილებებისთვის.
მიზანი
ჩვენი მიზანია, ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულებს შევუქმნათ უსაფრთხო, კომფორტული და დაუვიწყარი გამოცდილება, სადაც ერთმანეთს ერწყმის ადრენალინი, თავისუფლება და საქართველოს უნიკალური ბუნების სილამაზე.
მისია
ჩვენი მისიაა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მოგზაურებს ვაჩვენოთ საქართველოს ავთენტური სილამაზე და შევუქმნათ უსაფრთხო, ხარისხიანი და დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც ლამაზ მოგონებებად და ემოციებად დარჩება მათთან.
ხედვა
ჩვენი ხედვაა,Georgian Resorts იყოს პირველი არჩევანი მათთვის, ვინც საქართველოში უსაფრთხო, ხარისხიან და დაუვიწყარ სათავგადასავლო გამოცდილებას ეძებს.
ჩვენი გუნდი
Georgian Resorts-ის გუნდი ერთიანდება ერთი მიზნის გარშემო – შევქმნათ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს რეალურ კომფორტს, ხარისხიან მომსახურებას და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.
ჩვენ ვმუშაობთ დეტალებზე, ვვითარდებით ტექნოლოგიურად და აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ სერვისის მომწოდებლებთან, რათა თითოეულ სტუმარს მივაწოდოთ სანდო და თანამედროვე ინფორმაცია.
ჩვენი გუნდი – კვალიფიცირებული ინსტრუქტორები, გამოცდილი გიდები და ადგილობრივი ტურიზმის სპეციალისტები, რომლებიც ბაკურიანის გარემოს, მარშრუტებისა და სეზონური თავისებურებების სრულყოფილი ცოდნით გამოირჩევიან.
ჩვენ მზად ვართ თქვენი დასვენება მაქსიმალურად უსაფრთხო, ორგანიზებული და სასიამოვნო გავხადოთ.