ბურანის ტური ბაკურიანში
თოვლმავლის ტურები ბაკურიანში
ბურანის ტურები ბაკურიანში საშუალებას გაძლევთ, დატკბეთ ზამთრის კურორტის სილამაზით და აღმოაჩინოთ ისეთი ფარული ლოკაციები, სადაც ფეხით მისვლა რთულია. ჩვენ გთავაზობთ გასეირნებას რამდენიმე განსხვავებულ ლოკაციაზე, მათ შორის ტაბაწყურის გაყინულ ტბაზე, რაც ტურს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.
მთელი პროცესის განმავლობაში უსაფრთხოებას და კომფორტს უზრუნველყოფს გამოცდილი გიდები და სრულად გამართული ტექნიკა. მარშრუტები სრულად არის მორგებული მომხმარებელთა სურვილებზე - იქნება ეს მშვიდი და კომფორტული გასეირნება ოჯახთან ერთად, თუ დინამიკური თავგადასავალი მეგობრებთან ერთად.
რა უნდა გავითვალისწინოთ ტურის წინ?
იმისათვის, რომ ზამთრის თავგადასავალი მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო იყოს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:
სათვალე: აუცილებლად იქონიეთ მზის ან სპეციალური სათვალე, რომელიც თოვლზე არეკლილი ნათებისა და ქარისგან დაგიცავთ.
შესაფერისი სამოსი: ჩაიცვით თბილად, წყალგაუმტარი და თოვლისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი.
ხელთათმანები: სასურველია, თან იქონიოთ კომფორტული, თბილი ხელთათმანები ტექნიკის მართვის გასაადვილებლად.