კვადროს და ბაგის ტური გუდაურში
აღმოაჩინეთ გუდაურის ულამაზესი ბუნება კვადრო , Can-Am Maverick და ბაგის ტურებით — ოფროუდ თავგადასავალი, მთის გზები, შთამბეჭდავი ხედები და დაუვიწყარი ემოციები ერთ მოგზაურობაში.
კვადრო, ბაგი და Can-Am Maverick ტურები გუდაურში – დაუვიწყარი ოფროუდ თავგადასავალი
თუ გუდაურში დასვენებას გეგმავთ და გსურთ, ჩვეულებრივ გასეირნებას ცოტა მეტი ექსტრემი და თავგადასავალი შემატოთ, კვადრო, ბაგი და Can-Am Maverick ტურები გუდაურში ზუსტად ისაა, რაც გჭირდებათ. მთის ულამაზესი ბუნება, რთულად მისადგომი ტყის გზები და შთამბეჭდავი პანორამული ხედები ამ აქტივობას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს როგორც მეგობრებისთვის, ისე წყვილებისა და ოჯახებისთვის.
კვადროს, ბაგის და მავერიკის დაუვიწყარი მარშრუტები გუდაურში
კვადრო და მავერიკის ტურები გუდაურში იდეალური საშუალებაა, რომ მოინახულოთ ისეთი ფარული ლოკაციები, სადაც ჩვეულებრივი ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია. ჩვენი სრულიად ახალი და უახლესი ტექნიკით გადაადგილება საშუალებას გაძლევთ, მშვიდი ოჯახური გასეირნებიდან დაწყებული, ექსტრემალური მონაკვეთებით დასრულებული, გუდაურის შემოგარენი სრულიად განსხვავებული რაკურსიდან აღმოაჩინოთ.
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი ოფროუდ ტურები?
გუდაური მხოლოდ ზამთრის კურორტი და სათხილამურო ტრასები არ არის. ჩვენ გთავაზობთ უახლეს კვადროებს, ბაგებსა და Can-Am Maverick-ებს, პროფესიონალურად დაგეგმილ მარშრუტებსა და უმაღლესი ხარისხის, საუკეთესო მომსახურებას. ჩვენთან გარანტირებულია სრული უსაფრთხოება, გამოცდილი ინსტრუქტორები და საუკეთესო ფოტო-ლოკაციები. ეს არის საუკეთესო პასუხი კითხვაზე, თუ სად გაერთოთ მეგობრებთან ერთად და როგორ გათავისუფლდეთ ქალაქის ხმაურისგან.
აღმოაჩინეთ გუდაური სრულიად განსხვავებული კუთხით, გამოსცადეთ ოფროუდ თავგადასავალი და შექმენით დაუვიწყარი მოგონებები მთებში!