პანორამა ხედები ბურანით ბაკურიანში
დაჯავშნა
დეტალური ინფორმაცია
პანორამული ტური ბაკურიანში
ტური გთავაზობთ შთამბეჭდავ პანორამულ ხედებს ბაკურიანზე და სოფელ ანდეზიტზე. მარშრუტი გადის მაღალ წერტილებზე, საიდანაც იშლება მთების, ტყეების და კურორტის ულამაზესი ხედები. ეს არის ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთი ყველაზე პატარა, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ტური — იდეალური მათთვის, ვისაც მოკლე დროში სურს დაუვიწყარი ემოციების მიღება.
დამატებითი უპირატესობები
• პროფესიონალი და გამოცდილი გიდები
• თანამედროვე და უსაფრთხო ბურანები
• პანორამული ხედები და ფოტოებისთვის იდეალური ლოკაციები
• სწრაფი, კომფორტული და ემოციური მარშრუტი
ლოკაცია:
შეხვედრის ადგილი არის რესტორანი “ტავერნა მარი”, საიდანაც 10:00 საათზე დაიწყება მარშრუტი, რომელსაც გაუძღვება გამოცდილი გიდი.
კონტაქტი
+995 501-501-222
georgianresorts.contact@gmail.com
https://www.instagram.com/georgian.resorts
https://www.tiktok.com/@georgian.resorts
ექსკლუზიური ტური – საღამოს 18:00 საათიდან. დასაჯავშნად მოგვწერეთ საფორთში ან დაგვიკავშირდით ნომერზე. ტური განკუთვნილია სისწრაფის მოყვარულებისათვის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით მოუსმინოთ გიდის ინსტრუქციებს და დაიცვათ ყველა მითითება უსაფრთხოებისათვის.
- ტურის მიმდინარეობისას ჯგუფისგან დამოუკიდებელი გამიჯვნა და უკან დაბრუნება შეუძლებელია, თუ ეს საერთო გადაწყვეტილება არ იქნება;
- შესაძლებელია ორი ადამიანის დასხდომა ერთ ბურანზე, მათ შორის გიდის ბურანზეც;
- მინიმალური ჯავშნია: 3+1 ფორმატი (სამი მონაწილე + ერთი გიდი).
- გიდი აუცილებელია. გიდის საფასური დამოკიდებულია ტურის ტიპსა და ხანგრძლივობაზე, რომელსაც სრულად იხდის მომხმარებელი.
რა უნდა გაითვალისწინოთ ტურზე წამოსვლამდე?
პანორამული ტური იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მოკლე დროში დატკბეს ბაკურიანისა და სოფელ ანდეზიტის შთამბეჭდავი ხედებით. პანორამული ტური ბაკურიანში მოგცემთ შესაძლებლობას გადაიღოთ საუკეთესო ფოტოები და მიიღოთ დაუვიწყარი შთამბეჭდილებები. ტურზე წამოსვლამდე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია თბილი და წყალგაუმტარი ტანსაცმლის ტარება. ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს სრულ ინსტრუქტაჟს მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის.