წესები და პირობები
ბოლო განახლების თარიღი: 27/11/2025
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Georgian Resorts-ში.
წინამდებარე „წესები და პირობები“ (შემდგომში „პირობები“) არეგულირებს ურთიერთობას ვებგვერდის/პლატფორმის მომხმარებელსა და მცირე მეწარმე ნოდარ კოზანაშვილ-ს (ს/კ: 11001032038) შორის (შემდგომში, „ჩვენ“, „Georgian Resorts“).
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ პირობებს. ჩვენი პლატფორმით სარგებლობა, რეგისტრაცია ან ნებისმიერი სერვისის დაჯავშნა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით და იღებთ წინამდებარე დოკუმენტს.
- ზოგადი დებულებები და ტერმინთა განმარტება
1.1. წინამდებარე „წესებსა და პირობებში“ (შემდგომში „პირობები“), თუ კონტექსტი სხვა რამეს არ მოითხოვს, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
- კომპანია/ადმინისტრატორი: მცირე მეწარმე ნოდარ კოზანაშვილ-ს (ს/კ: 11001032038) რომელიც წარმოადგენს ვებგვერდის/პლატფორმის მფლობელსა და მართვისთვის პასუხისმგებელ პირს.
- პლატფორმა/ვებგვერდი: ონლაინ სივრცე, რომელსაც მართავს კომპანია georgianresorts.ge და მასთან დაკავშირებული მობილური აპლიკაციები), სადაც ხდება სერვისების განთავსება და დაჯავშნა.
- მომხმარებელი/კლიენტი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია პლატფორმაზე და ახორციელებს სერვისის ძიებას, შეკვეთას ან/და შეძენას.
- ანგარიში/პროფილი: მომხმარებლის უნიკალური, პერსონალური გვერდი პლატფორმაზე, რომელიც იქმნება რეგისტრაციის შედეგად და დაცულია პაროლით.
- მომსახურების მიმწოდებელი/პარტნიორი: მესამე პირი (იურიდიული ან ფიზიკური პირი), რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი დაჯავშნილი სერვისის შესრულებაზე, ხარისხსა და უსაფრთხოებაზე (მაგ: სასტუმრო, ინსტრუქტორი, ტურისტული გიდი, და სხვა).
- დისტანციური ხელშეკრულება: მომსახურების დაჯავშნა და შეძენა, რომელიც ხორციელდება ექსკლუზიურად ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, მხარეთა ერთდროული ფიზიკური დასწრების გარეშე.
- შუამავალი (აგენტი): კომპანიის როლი, რომელიც გულისხმობს მომხმარებლისა და მომსახურების მიმწოდებლის დაკავშირებას და ტრანზაქციის ტექნიკურ უზრუნველყოფას. კომპანია არ არის სერვისის უშუალო შემსრულებელი.
- სერვისი/მომსახურება: პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტი ან შეთავაზება, რომელიც ხელმისაწვდომია დასაჯავშნად (სასტუმრო, რესტორანი, ტური, საბავშვო აქტივობა, ინვენტარი და სხვ.).
- სპორტული/სათავგადასავლო მომსახურება: სერვისის განსაკუთრებული კატეგორია, რომელიც მოიცავს ფიზიკურ აქტივობას და მაღალ რისკს (თხილამურებით სრიალი, სნოუბორდი, ჯიპ-ტური, ბურანის ტური, ინვენტარის გაქირავება).
- ინსტრუქტორი/გიდი: მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სათავგადასავლო სერვისის უშუალო გაწევას.
- დაჯავშნა/რეზერვაცია: მომხმარებლის მიერ სერვისის შეძენის ან დაჯავშნის პროცესი პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ ვალდებულებას.
- გადახდის სისტემა: უნაღდო ანგარიშსწორებისათვის განკუთვნილი ტექნიკური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციის უსაფრთხოებას.
- საფასური/ტარიფი: სერვისის ღირებულება, რომელიც მოიცავს მომსახურების მიმწოდებლის ფასს და პლატფორმის მომსახურების საკომისიოს, თუმცა გადახდა ხდება ცალ-ცალკე.
- გაუქმება/ცვლილება: დაჯავშნაზე უარის თქმა ან მისი დეტალების შეცვლა, რომელიც რეგულირდება ცალკეული „გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკით“.
- ფორს-მაჟორი: დაუძლეველი ძალა ან გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომელიც აფერხებს სერვისის შესრულებას (მაგ., სტიქიური უბედურება, საბაგიროს გათიშვა, გზის ჩაკეტვა).
- კონფიდენციალურობის პოლიტიკა: ცალკეული დოკუმენტი, რომელიც აღწერს, თუ როგორ აგროვებს, ინახავს და ამუშავებს კომპანია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.
- მომსახურების აღწერა და პლატფორმის როლი
2.1. Georgian Resorts არის ციფრული სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საქართველოს სამთო-სათხილამურო და სხვა კურორტებთან დაკავშირებული მომსახურებების ფართო სპექტრს. ეს სერვისები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: სათავგადასავლო/სპორტული სერვისები: სპორტული ინვენტარის დაქირავება, თხილამურის/სნოუბორდის ინსტრუქტორების დაჯავშნა.
ტურები და ლოგისტიკა: გიდირებული ბურანის, ჯიპის ან სხვა ტიპის სატრანსპორტო ტურების ორგანიზება/დაჯავშნა.
განთავსება და კვება: სასტუმროებისა და რესტორნების დაჯავშნა.
სპეციალური აქტივობები: საბავშვო აქტივობებისა და სხვა დამატებითი ლოკალური სერვისების შეძენა.
2.2. კომპანიის როლი – შუამავლობა:
ა. Georgian Resorts მოქმედებს ექსკლუზიურად შუამავლის (აგენტის) სტატუსით. ჩვენი მთავარი ფუნქციაა, დავაკავშიროთ მომხმარებელი უშუალო მომსახურების მიმწოდებელს/პარტნიორს და უზრუნველვყოთ დაჯავშნისა და გადახდის პროცესის ტექნიკური გამართულობა.
ბ. კომპანია არ არის სერვისის უშუალო მიმწოდებელი, შემსრულებელი ან ოპერატორი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის მითითებული კონკრეტული სერვისის აღწერილობაში).
2.3. პასუხისმგებლობის დელიმიტაცია (გამიჯვნა):
ა. პლატფორმა პასუხისმგებელია მხოლოდ პლატფორმის (ვებგვერდის/აპლიკაციის) გამართულ მუშაობაზე, ჯავშნის ზუსტ დაფიქსირებასა და გადახდის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
ბ. პარტნიორი/მომსახურების მიმწოდებელი არის ერთპიროვნულად პასუხისმგებელი:
– დაჯავშნილი მომსახურების ხარისხზე, უსაფრთხოებასა და დროულ შესრულებაზე.
– ინსტრუქტორის/გიდის კვალიფიკაციასა და საქმიანობაზე.
– ინვენტარის/აღჭურვილობის გამართულობასა და შესაბამისობაზე.
– სასტუმროს ნომრის ან რესტორნის სერვისის შესაბამისობაზე ვებგვერდზე განთავსებულ აღწერილობასთან.
2.4. ჩვენ/პლატფორმა პასუხისმგებელია იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც პლატფორმაზე ათავსებს მომსახურების მიმწოდებელი, რადგან ჩვენი დასტურის გარეშე ინფორმაცია ვერ განთავსდება. თუმცა ნებისმიერი უზუსტობის აღმოფხვრის შემთხვევაში უფლებამოსილი ხართ მოგვმართოთ და ჩვენ ვიზრუნებთ აღნიშნული საკითხის აღმოფხვრაზე.
2.5. მომხმარებლის მიერ სერვისის დაჯავშნის მომენტში, ხელშეკრულება ძალაში შედის უშუალოდ მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის, რომლის პირობებიც რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით და მომსახურების მიმწოდებლის დამატებითი წესებით.
- რეგისტრაცია და ანგარიშის უსაფრთხოება
3.1. სერვისების სრულყოფილად მისაღებად აუცილებელია პლატფორმაზე რეგისტრაცია.
3.2. მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია (სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, ელ.ფოსტა).
3.3. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის მონაცემების (პაროლი) კონფიდენციალურობის დაცვაზე.
- დისტანციური ხელშეკრულების გაფორმება და ინფორმაციის მიწოდება
4.1. ნებისმიერი სერვისის დაჯავშნა პლატფორმის მეშვეობით წარმოადგენს დისტანციური ხელშეკრულების დადებას მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის.
4.2. ყოველი დაჯავშნის საბოლოო დადასტურებამდე მომხმარებელს მიეწოდება სრული და ამომწურავი ინფორმაცია, მათ შორის: ა. კომპანიის (როგორც შუამავლის) იურიდიული მონაცემები, საკონტაქტო მისამართი და ელ.ფოსტა. ბ. მომსახურების მიმწოდებლის/პარტნიორის იურიდიული სახელწოდება, ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები. გ. სერვისის ძირითადი მახასიათებლები, მისი საერთო საფასური/ტარიფი და გადახდის წესი. დ. დისტანციური ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების არსებობა ან არარსებობა და მისი განხორციელების პირობები.
4.3. მომხმარებელი ვალდებულია დაადასტუროს, რომ გაეცნო და ეთანხმება ამ პირობებს და მომსახურების მიმწოდებლის კონკრეტულ წესებს დაჯავშნის ღილაკზე დაჭერამდე.
- ჯავშნის განხორციელება და გადახდის წესი
5.1. პლატფორმაზე ჯავშნის განხორციელებისას თქვენ დებთ ხელშეკრულებას უშუალოდ სერვისის მომწოდებელთან, ხოლო Georgian Resorts მოქმედებს როგორც აგენტი.
5.2. ყველა ფასი მოცემულია ეროვნულ ვალუტაში (ლარში) და მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.
5.3. გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკის დაცული სისტემის მეშვეობით.
5.4. ჯავშანი დადასტურებულად ითვლება მხოლოდ შესაბამისი დამადასტურებელი შეტყობინების (ელ.ფოსტა/SMS) მიღების შემდეგ.
- ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება
6.1. მომხმარებელს უფლება აქვს, დისტანციური ხელშეკრულების დადებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში უმიზეზოდ გავიდეს ხელშეკრულებიდან. ვადის ათვლა დაიწყება მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
6.2. მომხმარებელს არ აქვს უფლება გავიდეს ხელშეკრულებიდან 14-დღიან ვადაში, თუ სერვისი მოიცავს:
ა. განთავსების სერვისს (სასტუმროები), გარდა საცხოვრებელი მიზნისა.
ბ. ტრანსპორტირების მომსახურებას (ტურები, ჯიპები, ბურანები).
გ. დასვენებასთან ან გართობასთან დაკავშირებულ მომსახურებას (საბავშვო აქტივობები, სპორტული / სათავგადასავლო მომსახურება), თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს შესრულების კონკრეტულ თარიღს ან პერიოდს.
6.3. ინაიდან ჩვენს პლატფორმაზე შეძენილი სერვისების უმეტესობა დროში მკაცრად არის განსაზღვრული (განთავსება, ტურები), 6.1 პუნქტის საფუძველზე, გასვლის 14-დღიანი უფლება, როგორც წესი, არ ვრცელდება და რეგულირდება მომსახურების მიმწოდებლის კონკრეტული გაუქმების პოლიტიკით.
6.4. იმ შემთხვევაში, თუ 14-დღიანი გასვლის უფლება ვრცელდება, მომხმარებელმა თანხის დაბრუნების საკითხი უნდა გაარკვიოს უშუალოდ სერვისის მიმწოდებელთან, რადგანაც ჩვენ, არ ვახროციელებთ მომსახურების მიწოდებას და არც აღნიშნული მომსახურების თანხის გადახდა ხორციელდება ჩვენთან.
- ჯავშნის დადება გაუქმება და თანხის დაბრუნება
7.1. პლატფორმაზე დაჯავშნის განხორციელებისას მომხმარებელი იღებს ფინანსურ ვალდებულებას და დებს დისტანციურ ხელშეკრულებას უშუალოდ მომსახურების მიმწოდებელთან.
7.2. თითოეულ სერვისს (სასტუმრო, ტური, ინსტრუქტორი და ა.შ.) შესაძლოა ჰქონდეს ინდივიდუალური გაუქმების პირობები, რომლებიც მითითებულია კონკრეტული სერვისის გვერდზე.
7.3. ზოგადი წესი:
- მომხმარებლის მიერ გაუქმება: თუ მომხმარებელი აუქმებს ჯავშანს და აღარ აქვს სურვილი მომსახურების მიღების და წინასწარ აქვს თანხა გადახდილი, ჯავშნის საკომისიო დაბრუნებას არ ექვემდებარება. ხოლო წინასწარ გადახდილი მომსახურების სრული ან ნაწილობრივი თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უკან დაბრუნების საკითხი წყდება მომხმარებელსა და სერვისის მიმწოდებელს შორის.
- ფორს–მაჟორი: ამინდის გაუარესების გამო (საბაგიროს გათიშვა, ზვავსაშიშროება) სერვისის გაუქმების შემთხვევაში, Georgian Resorts იზრუნებს ჯავშნის თანხის დაბრუნების პროცესზე ან შესთავაზებს ალტერნატიულ დროს.
- პასუხისმგებლობის შეზღუდვა
8.1. რისკების გაცნობიერება: მომხმარებელი აცნობიერებს, რომ გარკვეული სერვისები (თხილამურებით/სნოუბორდით სრიალი, ბურანით გადაადგილება, ჯიპ-ტურები) შეიცავს ფიზიკურ რისკს. ამ სერვისების შეძენით მომხმარებელი თავად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
8.2. Georgian Resorts არ აგებს პასუხს:
- მომსახურების მიღებისას მიღებულ ფიზიკურ ტრავმებზე ან ზიანზე.
- ინსტრუქტორების ან გიდების პირად ქმედებებზე.
- ამინდის პირობების გამო ჩაშლილ ტურებზე.
- მომხმარებლის მიერ ინვენტარის დაზიანებაზე (ამ შემთხვევაში მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს).
8.3. ჩვენი პლატფორმა არ იძლევა გარანტიას მომწოდებლების მიერ ინფორმაციის (ფოტოები, აღწერა) 100%-ით სიზუსტეზე. რაიმე სახის უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია, გვაცნობოს ამის შესახებ, ჩვენ განვიხილავთ და ვეცდებით საკითხის მოგვარებას.
- ქცევის წესები და უსაფრთხოება
9.1. მომხმარებელი ვალდებულია:
- დაემორჩილოს ინსტრუქტორის/გიდის მითითებებს.
- არ იმყოფებოდეს ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ ექსტრემალური აქტივობების დროს.
- გამოიყენოს შესაბამისი ეკიპირება (ჩაფხუტი და სხვა დამცავი საშუალებები).
9.2. წესების დარღვევის შემთხვევაში, მომწოდებელს უფლება აქვს შეუწყვიტოს მომხმარებელს სერვისის მიწოდება თანხის დაბრუნების გარეშე.
- ინტელექტუალური საკუთრება
10.1. ვებგვერდის დიზაინი, ლოგო, ტექსტები და პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს Georgian Resorts-ის საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებებით.
10.2. აკრძალულია პლატფორმის მასალების გამოყენება კომერციული მიზნებისთვის წერილობითი ნებართვის გარეშე.
- კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები
11.1. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ და კანონის შესაბამისად, რათა უზრუნველვყოთ სერვისის მოწოდება.
11.2. თქვენი მონაცემები (სახელი, ტელეფონი) გადაეცემა მხოლოდ იმ პარტნიორს (მაგ: ინსტრუქტორს), რომლის სერვისსაც ჯავშნით.
- მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
12.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
12.2.მომხმარებელს უფლება აქვს, აღმოჩენილი ხარვეზის ან უფლებების დარღვევის შესახებ პრეტენზია წარუდგინოს კომპანიას ელ.ფოსტაზე [ელ.ფოსტა].
12.3. კომპანია ვალდებულია, მომხმარებლის წერილობით პრეტენზიაზე პასუხი გასცეს არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
12.4. თუ დავა ვერ გადაწყდება მოლაპარაკების გზით, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ან სასამართლოს.
- საკონტაქტო ინფორმაცია
კითხვების ან პრეტენზიების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
- ელ.ფოსტა: georgianresorts.contact@gmail.com
- ტელეფონი: +995 501-501-222