Georgian Resorts

ტაბაწყურის ტური

მანძილი 70 კმ
დაწყების დრო 10:00
ხანგრძლივობა 5 –7 საათი

დაჯავშნა

ბურანის რაოდენობა: 3
სრული ღირებულება: 1600 ₾
დღეს გადასახდელი თანხა: 200 ₾
დარჩენილი თანხა: 1400 ₾
ფასში შედის გიდის მომსახურება საკუთარი ბურანით
მყისიერი დადასტურება
უსაფრთხო გადახდა
24/7 მხარდაჭერა

დეტალური ინფორმაცია

ტაბაწყური მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე. ზამთრის პერიოდში ტაბაწყურის ტბა სრულად იყინება, ირგვლივ კი უსასრულო თოვლიანი ველები და მთებია გადაჭიმული, რაც მას იდეალურ ლოკაციად აქცევს ტურებისთვის. 

 ბურანის ტური ტაბაწყურზე, არის ადრენალინისა და ბუნების კომბინაცია ტაბაწყურის ტბის გარშემო.

მარშრუტი გადის:

  • თოვლით დაფარულ ველებსა და ბორცვებზე
  • პანორამულ ხედებზე, საიდანაც იშლება მთებისა და ტბის შთამბეჭდავი ხედი
  • ტაბაწყურის ტბის გარშემო

ტურები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვის, ვისაც აქტიური და ექსტრემალური დასვენება უყვარს.

 დამატებითი უპირატესობები

  • პროფესიონალი გიდები
  • თანამედროვე და გამართული ბურანები
  • დაუვიწყარი ემოციები და ხედები

ლოკაცია:

შეხვედრის ადგილი არის რესტორანი “ტავერნა მარი”, საიდანაც 10:00 საათზე დაიწყება მარშრუტი, რომელსაც გაუძღვება გამოცდილი გიდი.

ექსკლუზიური ტური – საღამოს 18:00 საათიდან. დასაჯავშნად მოგვწერეთ საფორთში ან დაგვიკავშირდით ნომერზე. ტური განკუთვნილია სისწრაფის მოყვარულებისათვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით მოუსმინოთ გიდის ინსტრუქციებს და დაიცვათ ყველა მითითება უსაფრთხოებისათვის.
  • ტურის მიმდინარეობისას ჯგუფისგან დამოუკიდებელი გამიჯვნა და უკან დაბრუნება შეუძლებელია, თუ ეს საერთო გადაწყვეტილება არ იქნება;
  • შესაძლებელია ორი ადამიანის დასხდომა ერთ ბურანზე, მათ შორის გიდის ბურანზეც;
  • მინიმალური ჯავშნია: 3 სამი მონაწილე
  • გიდი აუცილებელია. გიდის საფასური დამოკიდებულია ტურის ტიპსა და ხანგრძლივობაზე, რომელსაც სრულად იხდის მომხმარებელი.